пятница, 26 октября 2018 г.

პითაგორას თეორემა

გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის  სახელი,  გვარი:  დალი ღვინიაშვილი,  24001007973
საგანი: მათემატიკა
სწავლების  საფეხური/კლასი: საბაზო/VIII
მოსწავლეთა  რაოდენობა: 18
გაკვეთილის  თემა: პითაგორა, პითაგორას თეორემა
გაკვეთილის  მიზანი:
 მოსწავლეებმა შეძლონ:
·        მართკუთხა სამკუთხედის გვერდების სიგრძეების გაზომვა
·        რიცხვის კვადრატის გამოთვლა
·        ვარაუდების გამოთქმა, შედარება და დასკვნების გაკეთება
·        მართკუთხა სამკუთხედის უცნობი გვერდის სიგრძის გამოთვლა ორი სხვა გვერდის მეშვეობით
·        პითაგორას თეორემის ჩამოყალიბება
·        პითაგორას რიცხვების ამოცნობა



აქტივობები.
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა. მოსწავლეებში მოხდება წინარე ცოდნის გააქტიურება - გაიხსენებენ მართკუთხა სამკუთხედს, თეორემას, გამოთქვამენ აზრს, თუ ვინ იყო პითაგორა
გონებრივი იერიში, ვარაუდების გამოთქმა
ინდივიდუალური
დაფა, ცარცი
5 წთ
2
მოსწავლეები ეცნობიან საინტერესო ფაქტებს პითაგორასა და პითაგორას თეორემის შესახებ, იყოფიან ჯგუფებად, ითვლიან სამკუთხედის გვერდებს, აკეთებენ პრეზენტაციას
ინფორმაციის მიღება, გაანალიზება, გააზრება
ჯგუფური
ბარათები
15 წთ
3.
მოსწავლეები აანალიზებენ პრეზენტაციის შედეგებს გამოიტანენ დასკვნებს და მასწავლებლის დახმარებით აყალიბებენ პითაგორას თეორემას. ამის შემდეგ თვით მასწავლებელი გააცნობს პითაგორას თეორემას და მისი დამტკიცების ვარიანტებს, პითაგორას რიცხვებს
მასწავლებლის პრეზენტაცია, დასკვნების გამოტანა
ინდივიდუალური
სლაიდები
8 წთ
4.
მოსწავლეები ითვლიან მართკუთხა სამკუთხედის უცნობი გვერდის სიგძეს  ორი სხვა გვერდის სიგრძის მეშვეობით.
ვარაუდებისა და მიღებული ცოდნის შერწყმა
ინდივიდუალური, ჯგუფური
სამუშაო მასალა
12 წთ
5.
გაკვეთილის შეჯამების შემდეგ  მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს შეფასებას (განმსაზღვრელი, განმავითარებელი).

ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკები
5 წთ


გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი  შედეგები:
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ. VIII.2. მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და მათი შედეგის შეფასება.
მათ. VIII.4. მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა.
მათ. VIII.9. მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
მათ. VIII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება.
         
შეფასება: განმავითარებელი, განმსაზღვრელი(რუბრიკებით)

1-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
პრეზენტაცია
ვერ აკეთებს პრეზენტაციას
ცდილობს პრეზენტაციის გაკეთებას, მაგრამ დახმარების გარეშე ვერ ახერხებს
საინტერესოდ აკეთებს პრეზენტაციას, მაგრამ აქვს ხარვეზები
ნათალდ და გასაგებად აკეთებს პრეზენტაციას. კითხვებზე პასუხობს სწორად და ამომწურავად.
მათემატიკური ალგორითმირება
ვერ აანალიზებს დავალებას
იცის მათემატიკური ფორმულა, თუმცა გამოთვლებში უშვებს შეცდომებს
იყენებს მათემატიკურ ფორმულას, აწარმოებს გამოთვლებს
იყენებს მათემატიკურ ფორმულას,ანგარიშობს, აანალიზებს შედეგებს
ჯგუფური მუშაობა
ვერ მუშაობს ჯგუფთან, უყურადღებოა.
ცდილობს ჯგუფში ჩართვას, მაგრამ ვერ ახერხებს აზრის ჩამოყალიბებას.
ერთვება ჯგუფის მუშაობაში, გამოთქვამს საკუთარ აზრს, მაგრამ უჭირს ჩამოყალიბება და აზრის გამართვა.
კარგადაა ჩართული ჯგუფის მუშაობაში, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას.

ხელმოწერა: დალი ღვინიაშვილი
თარიღი:  26.10.2018